ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი გაწევრიანდა EU-UNDP-ის ქსელში „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG)

23 იანვარი, 2024

M4EG ქსელი მასში გაწევრიანებულ მუნიციპალიტეტებს აძლევს ახალი ცოდნის მიღების, ქსელური მუშაობის, გამოცდილების გაზიარების, პროფესიული კავშირების დამყარების, ინოვაციური პრაქტიკების გაცნობის და პილოტირების, ასევე დაფინანსების მიღების შესაძლებლობებს.

M4EG ინიციატივის ფარგლებში შექმნილი ურბანული სასწავლო ცენტი (Urban Learning Center) წევრი მუნიციპალიტეტების თანამშრომლებს სთავაზობს სასწავლო პროგრამებს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ჭკვიანი და ინკლუზიური ქალაქები, ეკონომიკური განვითრების ახალი გზები, მწვანე და სამართლიანი ტრანსფორმაცია, დაფინანსების შესაძლებლობებზე წვდომა და დაინტერესებული მხარეების ჩართულობა განვითარების პროცესში.

ქსელი ფუნქციონირებს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში, რომლის მიზანია მდგრადი და ინკლუზიური ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა. ეს გულისხმობს ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების მხარდაჭერას, რათა მათ აქტიურად შეუწყონ ხელი ადგილობრივ დონეზე ეკონომიკურ ზრდის შესაძლებლობების შექმნას და მუნიციპალიტეტის პოზიტიურ ტრანსფორმაციას.

მერები ეკონომიკური ზრდისთვის (M4EG) არის ევროკავშირის ინიციატივა, რომელიც 2017 წელს ამოქმედდა აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების ადგილობრივი თვითმმართველობების მხარდასაჭერად. M4EG ინიციატივას 2021 წლიდან ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP). ადგილობრივ ხელისუფლებასთან და სხვა პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით. Home - M4EG - The Mayors for Economic Growth (eum4eg.com)

„მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ქსელი საქართველოში უკვე აერთიანებს 61 მუნიციპალიტეტს, ხოლო, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში (საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, უკრაინა, მოლდავეთი) 414 ადგილობრივი ხელისუფლებას.

#M4EG @EUUNDPpartnership @UNDPGeorgia

გააზიარე