,,ახალგაზრდული დღეები –2017“

18 აგვისტო, 2017

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ,,ახალგაზრდული დღეები – 2017“ დაიწყო. ,,ახალგაზრდული დღეების“ ფარგლებში დაბის ცენტრალურ პარკში 2015–2016 სასწავლო წლის ოქროსა და ვერცხლის მედალოსნები დაჯილდოვდნენ. მედლები მათ საზეიმო ვითარებაში გადასცა მოწვეულმა სტუმარმა ,ჩვენი მუნიციპალიტეტის მკვიდრმა, გორის ქალთა კაპელას ხელმძღვანელმა, თეონა ცირამუამ. მედალოსნებს სკოლის წარმატებით დამთავრება მიულოცეს მუნიციპალიტეტისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელებმა. პროგრამის ფარგლებში, კულტურის სახლში გაიმართა საქართველოს სახალხო არტისტ ლეო ანთაძის სპექტაკლი. კულტურის სახლის წინ X ფაქტორელების მონაწილეობით კონცერტი ჩატარდა ,რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს. შეკრებილებს მიესალმა მუნიციპალიტეტის გამგებელი დათო გოგუა და ,,ახალგაზრდული დღეების“ მიზანსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა. ,,ახალგაზრდული დღეები“ 25 აგვისტომდე გაგრძელდება. თითოეული დღე დატვირთული იქნება სხვდასხვა კულტურული, სპორტული, შემეცნებითი და ინტელექტუალური ღონისძიებით. ,,ახალგაზრდული დღეები – 2017“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით მიმდინარეობს.

 

 

გააზიარე