აბაშის მუნიციპალიტეტმა მაგიდის ჩოგბურთში სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რეგიონალურ თამაშებს უმასპინძლა

20 თებერვალი, 2024

აბაშის მუნიციპალიტეტმა მაგიდის ჩოგბურთში სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რეგიონალურ თამაშებს უმასპინძლა. ღონისძიებაში მონაწილეობა რეგიონის მასშტაბით მუნიციპალურ ეტაპზე გამარჯვებულმა გუნდებმა მიიღეს. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი ნაკიანის საჯარო სკოლის გოგონათა და კირცხის #1 საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდებმა წარმოადგინეს, რომლებმაც საკმაოდ წარმატებით იასპარეზეს რეგიონალურ ეტაპზე. ნაკიანის გოგონათა გუნდმა მეორე, ხოლო კირცხის #1 საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდმა მესამე საპრიზო ადგილები დაიმსახურეს. გამარჯვებულები აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტის სამსახურისა და სასპორტო გაერთიანების ხელმძღვანელებმა შესაბამისი ხარისხის თასებით, მედლებითა და დიპლომები დააჯილდოვეს.

 

გააზიარე