,,9 მარტიდან - 9 აპრილამდე"- პრეზენტაცია

7 April, 2023

დღეს ისტორიული მუზეუმის სააქტო დარბაზში ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, დისიდენტმა და პოეტმა ედემ კვირტიამ შეკრებილი საზოგადოების წინაშე გააკეთა პრეზენტაცია გასული საუკუნის 60-იანი წლებში დაწყებული ანტისაბჭოური მოძრაობასთან დაკავშირებით თემაზე სახელწოდებით ,,9 მარტიდან - 9 აპრილამდე“. პრეზენტაციას ესწრებოდა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შოთა წურწუმია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით შენგელია, სხვადასხვა სამსახურების, აფხაზეთის N10 საჯარო სკოლის და ინტელიგენციის წარმომადგენლები . შეკრებილებს შესაძლებლობა ჰქონდათ ეკრანზე ენახათ ედემ კვირტიას დოკუმენტური არქივი და ფოტოები.

 

გააზიარე