6 აპრილს სპორტის საერთაშორისო დღე აღინიშნება

7 April, 2023

6 აპრილს სპორტის საერთაშორისო დღე აღინიშნება. სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით სპორტული ფესტივალი გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა შეჯიბრება ბლიც ჭადრაკში, მაგიდის ჩოგბურთში, ამანათრბენში, ფეხბურთში, ფრენბურთსა და შაშში. ასევე გაიმართა სპორტულ- შემეცნებითი ვიქტორინა. მუნიციპალიტეტში გამართულ სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებაში 600-მდე ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებას დაესწრო და საპრიზო ადგილზე გასული გუნდები შესაბამისი თასებით, მედლებით, დიპლომებითა და სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვა მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერია ყველა სპორტსმენს ულოცავს სპორტის საერთაშორისო დღეს!

 

 

გააზიარე