27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა

27 სექტემბერი, 2023

27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა

აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს ჩხოროწყუს მუნიცუპალიტეტის მერმა დათო გოგუამ, მერის მოადგილე ვალერი თოდუამ, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, ყვავილებით შეამკეს ქალაქ ჩხოროწყუში, სქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.

მემორიათან სასულიერო პირებმა დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.

მემორიალთან გამართულ სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ასევე საჯარო სკოლების მოსწავლეებმა.

სოხუმის დაცემის ტრაგიკული დღიდან 30 წელი გავიდა.

 

გააზიარე