14-15 ოქტომბერს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სპორტული ფესტივალის BEACTIVE ფარგლებში შჯიბრება მინი ფეხბურთსა და მძლეოსნურ გარბენებში გაიმართა

16 ოქტომბერი, 2023

14-15 ოქტომბერს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სპორტული ფესტივალის BEACTIVE ფარგლებში შჯიბრება მინი ფეხბურთსა და მძლეოსნურ გარბენებში გაიმართა.

ფესტივალში მონაწილეობა 300- მდე გოგონამ და ვაჟმა მიიღო.

ღონისძიება მიზნად ისახავდა მასობრივი სპორტის პოპულარიზაციას და ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვა-ხელშეწყობას.

სპორტული ფესტივალის ფარგლებში ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს სტუმრობდა გამოჩენილი ქართველი მძლეოსანი, რეკორდსმენი, სეულის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი, ატლანტის ოლიმპიური თამაშების მონაწილე, სპორტის რაინდი, ეროვნული ფედერაციის - ,,სპორტი ყველასათვის“ ვიცე პრეზიდენტი მაია აზარაშვილი.

გამარჯვებულები დიპლომებით, მედლებით, თასებით და სამახსოვრო საჩუქრებით ეროვნული ფედერაცია - სპორტი ყველასათვის ვიცე პრეზიდენტმა მაია აზარაშვილმა და მერის მოადგილე ვალერი თოდუამ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დააჯილდოვეს.

სპორტული ფესტივალი ჩხოროწყუში საქართველოს ეროვნული ფედერაციის - "სპორტი ყველასათვის" ორგანიზებით, კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ფედერაციის, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის მხარდაჭერით გაიმართა.

 

გააზიარე