12-13 ოქტომბერს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ჩხოროწყუს შესარჩევი ეტაპი მინი ფეხბურთში გოგონათა და ვაჟთა შორის გაიმართა

13 ოქტომბერი, 2023

12-13 ოქტომბერს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ჩხოროწყუს შესარჩევი ეტაპი მინი ფეხბურთში გოგონათა და ვაჟთა შორის გაიმართა. ღონისძიებაში 13 ვაჟთა და 4 გოგონათა გუნდი მონაწილეობდა.

დღეს გაიმართა ფინალური შეხვედრა. პირველი აგილზე გაგავიდა ჭოღას გოგონათა და ვაჟთა გუნდი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს 2024 წლის გაზაფხულზე რეგიონალურ პირველობაში. მუნიციპალიტეტის მერია გუნდს უზრუნველყოფს ფორმებითა და ტრანსპორტირებით.

გამარჯვებული გუნდები მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ თასებითა და დიპლომებით დააჯილდოვა.

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ,სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურისა და ჩხოროწყუს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

 

გააზიარე