მუნიციპალიტეტისთვის დაქვემდებარებული იურიდიული პირები

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულია 8 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი და 2 შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება.

  1. ა(ა)იპ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი - ააიპ ახორციელებს ეპიდზედამხედველობის, ეპიდსიტუაციის მართვას, არაგადამდებ დაავადებათა პრევენციისა და სანიტარულ ღონისძიებებს;
  2. ა(ა)იპ ისტორიული მუზეუმი - ა(ა)იპ ახორციელებს სამეცნიერო-კვლევითი და კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის გამოვლენას, შეგროვებას, აღრიცხვას, დაცვას, შესწავლას, ექსპონირებასა და პოპულარიზაციას;
  3. ა(ა)იპ კულტურის ცენტრისა და მოსწავლე-ახალგაზრდ ობის სახლის გაერთიანება - კულტურის სახლების, სასოფლო კლუბების და ბიბლიოთეკების საქმიანობის ხელშეწყობა, ასევე ახალგაზრდებში ინდივიდუალური, ესთეტიკური და შემოქმედებითი შესაძლებლობების განვითარება;
  4. ა(ა)იპ კომპლექსური სასპორტო სკოლა- ა(ა)იპ ახორციელებს სპორტულ-გამაჯანსაღებელ და პროფილურ სპორტულ საქმიანობას და წარმოანდგენს მუნიციპალიტეტში არსებული ფიზიკური აღზრდისა და სპორტული დაწესებულებების ადმინისტრაციულ და მეთოდურ ცენტრს;
  5. ა(ა)იპ სკოლის გარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება, ჩხოროწყუს სამუსიკო სკოლა - ა(ა)იპ ახორციელებს სამუსიკო-საგანმანათლებლო პროგრამებს;
  6. ა(ა)იპ მექანიზაციის, დასუფთავები, კეთილმოწყობისა და სასაფლაოების მოვლა-პატრონობის ცენტრი- ა(ა)იპ ახორციელებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სფეროს მომსახურებას, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სასაფლაოების მართვა და საქმიანობის მოწესრიგება;
  7. ა(ა)იპ სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანება -ა(ა)იპ ახორციელებს აღმზრდელობით, შემოქმედებით, საქმიანობას და წარმოადგენს მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ადმინისტრაციულ და მეთოდურ ცენტრს;
  8. ა(ა)იპ მეცხოველეობის განვითარების ცენტრი - ა(ა)იპ ახორციელებს მუნიციპალიტეტში მეცხოველეობის დარგში ინოვაციური სიახლეების პრაქტიკაში დანერგვის ხელშეწყობას, მეცხოველეობით დაინტერესებულ პირთა საქმიანობის ხელშეწყობა;
  9. შპს ჩხორწყალისა და ქიმბაქტის გაერთიანება - შპს „ჩხორწყალისა და ქიმბაქტის“ გაერთიანება ემსახურება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ მის დაქვემდებარებაში მყოფი წყალ-მომარაგების სისტემის მომსახურეობა, წყალსადენების ფიზიკო-ქიმიური და მიკრო-ბიოლოგიური გამოკვლევა და ამ გამოკვლევებზე პასუხისმგებლობა;
  10. შპს ,,სამეგრელო '' ჩხოროწყუ -ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა და მისი დამკვიდრება მოზარდ თაობაში, ფიზიკური განვითარება, პერსპექტიული ფეხბურთელების მომზადება სანაკრებო რეზერვისთვის.

 

Share page