ფოთის ცენტრალურ სტადიონზე რეგიონალური პირველობა მინი ფეხბურთში გოგონათა და ვაჟთა კატეგორიაში ჩატარდა

25 March, 2024

24 მარტს ფოთის ცენტრალურ სტადიონზე სასკოლო სპორტული ოლიმპიადის სამეგრელო -ზემო სვანეთის რეგიონალური პირველობა მინი ფეხბურთში გოგონათა და ვაჟთა კატეგორიაში ჩატარდა. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი ,მუნიციპალურ ეტაპზე გამარჯვებულმა სოფელ ჭოღას საჯარო სკოლის გოგონათა და ვაჟთა გუნდებმა წარმოადგინეს. ჭოღას საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდმა მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა. ვულოცავთ ჭოღას გუნდს ამ გამარჯვებას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს!

 

Share page