მერიის კულტურის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის მხარდაჭერით სახელოვნებო სკოლა იხსნება

11 October, 2023

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, კულტურისა და მოსწავლე -ახალგაზრდობის ცენტრში, მერიის კულტურის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის მხარდაჭერით სახელოვნებო სკოლა იხსნება. სადაც მოსწავლეები ხატვას, ფერწერას, ჭედურ ხელოვნებას, ხატწერას ტიხრულ მინანქარსა და ოქრომჭედლობას შეისწავლიან.

სახელოვნებო სკოლაში ჩარიცხვის მსურველებს სკოლის პედაგოგები, ხელოვანები - შალვა გერაძე და ალიკა წურწუმია შეხვდნენ და მოსწავლეების შერჩევის მიზნით მათ შემოქმედებას გაეცნენ. მოსწავლეებმა ადგილზე დამოუკიდებელი სამუშაოც შეასრულეს. სკოლაში საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლეები ჩაირიცხნენ.

 შესარჩევ ტურს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, ქალაქ ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი ჯანო პერტაია და მერიის კულტურის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი ათინა წურწუმია ესწრებოდნენ.

სკოლაში ხელოვნების სხვადასხვა დარგს 13-18 წლამდე მოსწავლეები დაეუფლებიან.

სკოლა უახლოეს დღეებში გაიხსნება.

 

Share page