ლესიჭინეს N2 საჯარო სკოლაში პროექტ ,,არტ-თერაპიის“ ფარგლებში თექაზე მუშაობის ორდღიანი მასტერკლასი ჩატარდა
ლესიჭინეს #2 საჯარო სკოლის 30-მდე მოსწავლეს ,,ეკო ხელნაკეთის“ პროექტ ,,არტ-თერაპიის“ ფარგლებში თექაზე მუშაობის ორდღიანი მასტერკლასი ჩაუტარდა. პროექტი მერიის დაფინანსებით განხორციელდა. პროექტის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ თექაზე მუშაობის ტექნიკას. აღნიშნული პროექტი ხელს უწყობს ბავშვების წარმოსახვის, კრეატიულობის, სოციალური უნარების განვითარებას. აღნიშნულ ღონისძიებას დღეს მუნიციპალიტეტის მერი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. დათო გოგუა თექაზე მუშაობის პროცესს ადგილზე გაეცნო და მოსწავლეების ნამუშევრები დაათვალიერა.