სოფელ ლეწურწუმეში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ, მერის პირველმა მოადგილე გოჩა ჩიქოვანმა და მერის წარმომადგენელმა სოფელ ლეწურწუმეში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. ამ ეტაპზე საავტომობილო გზის მონაკვეთზე ასფალტის საფარის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში მოეწყო ასევე სანიაღვრე არხები. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდით და ადგილობრივი ბიუჯეტით ხორციელდება და მისი ჯამური ღირებულება 2 694 000 ლარს შეადგენს, რომელიც ითვალისწინებს სოფელ ლეწურწუმეში, ეგიარზენის უბნიდან სოფელ ნაკიფუს საზღვრამდე, ლეწურწუმეს ცენტრის გავლით, 5 -კილომეტრიანი გზის ასფალტის საფარით რეაბილიტაციას.
სამუშაოები სრულად 2024 წელს დასრულდება.