26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე!
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 102 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუამ, საქართველოს პარლამენტის წევრებმა: გოგა გულორდავამ და ჯუმბერ იზორიამ , ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას ბიუსტები ყვავილებით შეამკეს. სოფელ ახუთში, მერაბ კოსტავას სახელობის სკვერში ,სიმბოლურად, მარადმწვანე ხე-მცენარეები დაირგო.