დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე ჩხოროწყუში
საქართველოს დამოუკიდებლობის და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით კულტურულ-სპორტული ღონისძიბები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში. სოფელ ახუთში ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას მემორიალი გვირგვინით შეამკეს, მის ხსოვნას პატივი მიაგეს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა, ასევე მღვდელმა გიორგი ქვარცხავამ მერაბ კოსტავას სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადა. სოფლის კულტურის სახლში ა.ა.ი.პ ,, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის გაერთიანების“ ორგანიზებით ადგილობრივი ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მიერ ჩატარდა კონცერტი. მთელი დღის მანძილზე დაბა ჩხოროწყუში მიმდინარეობდა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სპორტული ღონისძიებები ფეხბურთში, კარატე–დოში, ჭადრაკში, ქართულ ჭიდაობასა და ჩოგბურთში. გამარჯვებულები ხელმძღვანელებმა დააჯილდოვეს შესაბამისი მედლებითა და დიპლომებით. ა.(ა)იპ „სამუსიკო სკოლასთან“ არსებულმა სამხატვრო წრის მოსწავლეებმა დამოუკიდებლობის თემაზე შექმნილი ნახატების გამოფენა მოაწყვეს. ღონისძიებების დასასრულს დაბის ცენტრში ღია ცის ქვეშ ჩატარდა გალა კონცერტი ადგილობრივი ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მონაწილეობით. შეკრებილებს სიტყვით მიმართეს და დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუამ და წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგა გულორდავამ, ასევე 1990 წლის უზენაესი საბჭოს წევრმა, ისტორიკოსმა ანზორ სიჭინავამ ვრცლად ისაუბრა 26 მაისის მნიშნელობაზე.