გაუსაძლის საბინაო პირობებში მყოფთა დახმარება

მუხლი 9. გაუსაძლის საბინაო პირობებში მყოფთა დახმარება-დადგენილება-N12

1. გაუსაძლის პირობებში მყოფ მოქალაქეებს შეიძლება გაეწიოთ დახმარება საბინაო პირობების გაუმჯობესებისა და შეშით უზრუნველყოფის  მიზნით (ახალი საცხოვრებელი სახლის აშენება, საცხოვრებელი სახლის შეკეთება, გადახურვა, საშენი მასალების შეძენა  და ა.შ). შეშის ზღვრული მოცულობა განისაზღვრება 3 მ3-მდე ოდენობით, ხოლო  ფულადი თანხის ოდენობა – არაუმეტეს 150 (ას ორმოცდაათი) ლარისა.

2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ  მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მერის   სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) უმწეობის შემთხვევაში შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის  წარმომადგენლის მიერ შედგენილი აქტი პირის სოციალური მდგომარეობისა და საბინაო პირობების შესახებ; ე) ფაქტობრივი მდგომარეობის ამსახველი ფოტომასალა;

ვ) საბანკო რეკვიზიტების მონაცემები.

3. გადაწყვეტილება მიიღება მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ შედგენილი დეფექტური აქტის საფუძველზე.

 

Share page