ხოროწყუს ქსკ ,,სამეგრელო“ საქართველოს ჩემპიონია

19 ნოემბერი, 2022

ჩხოროწყუს ქსკ ,,სამეგრელო“ საქართველოს ჩემპიონია! დღეს ქალაქ ჩხოროწყუს ბონდო პაპასკირის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე ჩხოროწყუს ქალთა საფეხბურთო კლუბმა ,,სამეგრელო" ქალთა ეროვნული ლიგის ზედა ჯგუფის ბოლო ტურის შეხვედრა ქსკ ,,დინამო სოხუმის" წინააღმდეგ გამართა. მატჩი ,,სამეგრელოს“ გამარჯვებით 21- 0 დასრულდა. ჩხოროწყუს ქსკ ,,სამეგრელო“ ქალთა ეროვნული ლიგის გამარჯვებული გახდა და მატჩის დასრულების შემდეგ გამართულ დაჯილდოების ცერემონიალზე მას თასი და მედლები გადაეცა. გულშემატკივრებთან ერთად მატჩს ესწრებოდნენ და ჩხოროწყუს ქსკ ,,სამეგრელოს“ გამარჯვება მიულოცეს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ, საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანმა, ქალთა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ნინო სორდიამ, ფეხბურთის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტმა კახაბერ ჭუმბურიძემ, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. ვულოცავთ ჩხოროწყუს ,,სამეგრელოს“ საქართველოს ჩემპიონობას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს!

გააზიარე