ტურისტული მარშრუტები და კემპინგი

მარშრუტის სახელწოდება: სოფ. მუხური-მდ. ხობისწყალის ხეობა-შურუბუმეს მღვიმე-გვალაშრას ჩანჩქერები-ღუნჯის ჩანჩქერებიალპური ზონის ტბების რაიოანი(ცაშკიბულიშ ტობავარჩხილი, ჭითაგვალაშ ტობავარჩხილი, დიდღალიშ ტობა, კალალიშ ტობა, წაქაწყარიშ ტობა, ლაკუმურაშ ტობა) -მდ. მანაგას ხეობა-სოფ.ლეშაგუმე (სატენდეროს მიხედვით);

 

1.სოფ. მუხური - შურუბუმუს მღვიმე - გვალაშრას ჩანჩქერები - ღუნჯის ჩანჩქერები - ტბა ცაშკიბულის ტობავარჩხილი - ტბა ტობავარჩხილი - ტბა დიდიღალი - ტბა კალაში - ტბა წაქაწყარი - კურ. სქური

 

 

მარშრუტის სახეობა: სამთო–საფეხმავლო

მარშრუტის სირთულე: საშუალო

მარშრუტის სიგრძე: 72 კმ

მარშრუტის სიმაღლეები ზღვის დონიდან, საწყისი/უმაღლესი/საბოლოო:  278 მ/  2900 მ/ 461 მ

მარშრუტის გასავლელად საჭირო დრო: 5 დღე

ფიჭური ქსელის დაფარვის ზონა: მარშრუტის მსვლელობისას დაფარვის ზონა ვრცელდება სოფლელ მუხურში, საბანაკე ადგილ ნათიფურუში და კურორტ სქურის მიდამოებში, ადგილ კირნახონამდე.

გადაადგილების საშუალებები: გადაადგილება შესაძლებელია მაღალი გამავლობის ავტომობილით ადგილ ნათიფურუმდე, შემდეგ ცხენით და ფეხით ადგილ კირნახონამდე, ხოლო ადგილ კირნახონადან კურორტ სქურამდე ასევე შესაძლებელია მაღალი გამავლობის ავტომობილით მისვლა.

მარშრუტის აღწერა: მარშუტი იწყება სოფ. მუხურში, მდ. ხობისწყლის ხეობით მიემართება ტობავრჩხილის ტბისკენ, გზად გაივლის: შურუბუმუს მღვიმეს, მინერალურ წყალ ლუგელას, გვალაშარას და ღუნჯის ჩანჩქერებს და  ცაშკიბულის ტობავარჩხილის ტბას. ტობავარჩხილის ტბიდან მდ. მაგანას ხეობით გრძელდება ადგილ კირნახონამდე, საიდანაც მდ. ჭანისწყლის ხეობის გავლით სრულდება კურორტ სქურში.

I დღე.  მარშრუტი იწყება სოფ. მუხურის ცენტრში, მდ. ხობისწყლის ხიდთან, საიდანაც სასოფლო გრუნტის გზა მიემართება ხობისწყლის ხეობისკენ. სოფლის გავლის შემდეგ, გზის ხელმარჯვნივ მალევე გვხვდება, მდინარეზე გადებული დაკიდული ხიდი, როლის გავლითაც შესაძლებელია შურუბუმს მღვიმემდე მისვლა და დათვალიერება. აქვეა მოწყობილი ტურისტული თავშესაფარი. შემდეგ მარშრუტი სატყეო გრუნტის გზით გრძელდება ხობისწყლის ხეობის აყოლებით და გაივლის ლუგელას მინერალურ წყლს, გვალაშარას (სადაც შესაძლებელია  ჩანჩქერებზე კანიონინგის მარტივი სირთულის მარშრუტის გავლა) და ღუნჯის ჩანჩქერებს.  ადგილ შელეთში მარშრუტი უხვევეს ხელმარცხნივ და სერპანტინებით ადის ადგილ ნათიფირუში, სადაც არის მწყემსების ყოფილი სადგომი, რომელიც ეხლა ტურისტულ თავშესაფრად გამოიყენება, აქვეა წყაროც და შესაძლებელია დაბანაკება და ღამისთევა. მარშრუტი მთლიანად მიუყვება სატყეო გრუნტის გზას, მხოლოდ ბოლო 300 მ არის საფეხმავლო ბილიკი, მისი გავლა დიდ სიძნელეებთან არ არის დაკავშირებული და მიეკუთვნება მარტივი სირთულის კატეგორიას.

I I დღე.  საბანაკე ადგილ ნათიფურუდან მარშრუტი, ტყის ზონიდან გადადის ალპურ ზონაში და ცაშკიბულის ტობავარჩილისკენ მიდის საფეხმავლო ბილიკთ. ადგილ კალაშამდე დიდი სიმაღლეებზე ასვლა არ ხდება, მხოლოდ შემდეგ იწყება უღელტეხილი, საიდანაც ეშვება ცაშკიბულის ტობავარჩხილის (ოხოჯე) ტბისკენ. ცაშკიბულის ტობავარჩხილიდან მარშრუტი უღელტეხილის გავლით გრძელდება ტობავარჩხილის (ჭითაგვალაშ ტობავარჩხილი) ტბისკენ. ორივე უღელტეხილის გადავლა სიფრთხლეს მოითხოვს რადგან გვიწევს ნაშალზე და ნაწილობრივ მყინვარზე გადაადგილება. ტობავარჩხილის ტბასთან შესაძლებელია დაბანაკება და ღამისთევა კარვებში. მარშრუტის ეს მონაკვეთი მიეკუთვნება საშუალო სირთულის კატეგორიას.

I I I დღე.  ტობავარჩხილის ტბიდან მცირე უღელტეხილით ბილიკი გადადის ხობისწყლის ხეობის სათავეებში, სადაც მალევე გვხვდება დიდიღალის ტბა. აქედან დაღმართზე ნახევარი საათის სავალზე არის მეორე ულამაზესი ტბა კალაში. კალაშის ტბიდან ციცაბო უღელტეხილის გადავლით შესაძლებელია მოხვედრა წაქაწყარის ტბაზე, აქ ბილიკი მყინვარზე და ნაშალზე გადადის, აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა, სასურველია სპეციალური აღჭურვილობის ქონა (თოკი, წრიაპი და სხვ.). წაქაწყარის ტბიდან მარშრუტი უკან ბრუნდება ტობავარჩხილის ტბისკენ, რომლის შემდეგ გრძელდება მდ. მაგანას ხეობისკენ საბანაკე ადგილ ჯიქირამდე. ბილიკი ხეობამდე ჩადის ციცაბო დაღმართით, რომლის შუა ადგილზე გვხვდეაბ დაახლოებით 40 მ სიმაღლის მაგანას ჩანჩქერი. საბანაკე ადგილ ჯიქირში შესაძლებელია დაბანაკება და ღამისთევა. აქვეა მწყემსების სადგომი. მარშრუტის ეს მონაკვეთი მიეკუთვნება საშუალო სირთულის კატეგორიას, მხოლად ტბა კალაშიდან ტბა წაქაწყარზე გადასასვლელი მონაკვეთი მიეკუთვნება რთული სირთულის კატეგორიას.

IV დღე. საბანაკე ადგილ ჯიქირიდან ბილიკი ხეობის ჩაყოლებით, ჯერ მიუყვება მდინარე მაგანას მარჯვენა ნაპირს, შემდეგ მდინარეზე გადებული საფეხმავლო ხიდით გადადის მდინარის მარცხენა ნაპირზე და ჩადის საბანაკე ადგილ ჯალარამდე. აქედან გადაკვეთს მდ. ჯალარას და აღმართით ადის ფერდობზე, საიდანაც იწყება ძველი სატყეო გრუნტის გზა, გზა ეშვება მდინარე ცხავაშელას ხეობაში. მდ.  გადავლის შემდეგ მარშრუტი გრძელდება საბანაკე ადგილ კირნახონამდე. აქ მოწყობილია ტურისტული თავშესაფარი სადაც შესაძლებელია დაბანაკება და ღამის გათენება. მარშრუტის ეს მონაკვეთი მიეკუთვნება საშუალო სირთულის კატეგორიას.

დღე. ადგილ კირნახონადან კურორტ სქურისკენ ეშვება სატყეო გრუნტის გზა. მარშრუტი აქ  დაღმართს მიუყვება. კურორტ სქურთან გადაკვეთს მდ. ჭანისწყალს და მთავრდება მინერალურ წყაროსთან. მარშრუტის მთლიანად მიუყვება სატყეო გრუნტის გზას, მისი გავლა დიდ სიძნელეებთან არ არის დაკავშირებული და მიეკუთვნება მარტივი სირთულის კატეგორიას.

მთელი მარშრუტის განმავლობაში სასმელი წყალი ხშირად გვხვდება, ამიტომ მისი დიდი რაოდენობით მომარაგება საჭირო არ არის.

 

 

 

მარშრუტში შემავალი ობიექტები:

სოფელი მუხური - სოფელი საქართველოშისამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2675 კაცი.

შურუბუმუს მღვიმე - შურუბუმუს მღვიმე მდებარეობს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის, სოფ. მუხურის სიახლოვეს, ჩრდილოეთ ექსპოზიციის ფერდობზე. მიგარიას კირქვული მასივის უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მდ. ხობისწყლის ზემო წელში, მარცხენა ნაპირზე, ჩრდილოეთ ექსპოზიციის ფერდობზე, ზღვის დონიდან 260-275 მ. სიმაღლეზე.

შურუბუმუ არის ოთხსართულიანი ჰორიზონტალური მღვიმე. პირველი სართული წარმოდგენილია სიფონური ტბით. მდიდარია ნაღვენთებით. მღვიმის გვერდითი განშტოება წარმოდგენილია 320 მ. სიგრძეზე. ძირითადი მაგისტრალი ამოქოლილია 52 მეტრის სიმაღლის ნაზვავით. ნაზვავი ვრცელდება 40 მეტრის ფარგლებში. გეოელექტრული გამოკვლევებით აქ დადასტურებულია დიდ სიცარიელეების არსებობა. იგი უკავშირდება ხავერდოვანას მღვიმეს.

შურუბუმუ ძალიან ეფექტური მღვიმეა, თან ინტერესს ის ფაქტორი ზრდის, რომ იგი ბოლომდე შეუსწავლელია და ვარაუდობენ რომ გარდა ჰორიზონტულისა ვერტიკალური სტრუქტურებიც უნდა იყოს. ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ უფრო საინტერესოს ხდის მას ხავერდოვანას ვერტიკალურ სტრუქტურიან მღვიმესთან კავშირი საიდანაც აქ 7კმ. მანძილის გავლის შემდეგ ანკარა მდინარე შემოედინება.  

მნიშვნელოვანი უნდა იყოს როგორც ხელფრთიანთა თავშესაფარი, მღვიმეში შეინიშნებოდა ხელფრთიანთა კოლონიის არსებობის კვალი. (სავარაუდოთ ზაფხულში). მიმდებარე ტერიტორიაზე არის ბზების ძალიან დიდი კორომი.

მინერალური წყალი ლუგელა - მინერალური წყალი ‘ლუგელა” მდებარეობს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის, სოფელ მუხურადან 4 კილომეტრს, ზ.დ. 290 მ-ს სიმაღლეზე. წყალი გამოდის ბაიოსური ასაკის ძლიერ დისლოცირებული ქანებიდან. “ლუგელა” – წარმოადგენს მაღალი მინერალიზაციის (45-60 გრ/დმ3) კალციქლორიდის 9,5 % ბუნებრივ მედიკამენტს. ფარმაკოლოგიური თვისებებით ლუგელა წარმოადგენს ალერგიის, რაქიტის, ბაქტერიოზის, ტუბერკულიოზის, ჩიყვის, ოსტეოპოროზის და ანთების საწინააღმდეგო საშუალებას, .

გვალაშარას ჩანჩქერები - გვალაშარას ხეობა იწყება მდინარე ხობის შესართავთან, სოფელ მუხურიდან 5 კმ-ის მოშორებით. გვალაშარას ხეობა გამოირჩევა მშვენიერი ბუნებით, მდინარის პირას ძლიერ დაქანებულ ფერდობებზე ფოთლოვანი ტყის, ძირითადად წაბლის, ეკოსისტემებითა და განსაკუთრებულად თვალწარმტაცი სხვადასხვა სიმაღლისა და ვარდნის  ჩანჩქერების კასკადით, რომლებიც გზა და გზა გვხვდება მთელს ხეობაში. გზა მიდის ალპურ სარტყელამდე. ზოგიერთ მათგანს ხან უფრო მაღალი წყალვარდნა ახასიათებს, ხან სართულიანობა. ხეობაში შესაძლებელია მარკირებული მარტივი სირთული კანიონინგის გავლა.

ღუნჯი ჩანჩქერები - ღუნჯის ჩანჩქერი ყველაზე გამორჩეული ჩანჩქერია მდ. ხობისწყლის ხეობაში თავისი მახასიათებლებით: სილამაზით, სიმაღლით, სიგანითა და წყალუხვობით. ღუნჯის ჩანჩქერი მდებარეობს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, მდ. ხობისწყლის ზემო წელში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ექსპოზიციის ფერდობზე. ჩამოტანილი ქვების ზომის მიხედვით შესაძლებელია გაზაფხულობით ჩანჩქერი ძალას იკრებდეს. ადგილობრივი ნატურალისტების შეტყობინებით სამანქანე გზის ქვევით ვითარდება 50 მ. სიმაღლისა და 30 მ სიგანის ჩანჩქერი, რომლის გადაღება შესაძლებელია მხოლოს მდ. ხობისწყლის საპირისპირო (მარცხენა) მხრიდან, რომელზეც გადასვლა რთულია უგზოობის გამო. მდინარის მარჯვენა მხარეს, სამხრეთ-აღმოსავლეთ ექსპოზიციის ფერდობზე, ზღვის დონიდან 618 მ. სიმაღლეზე.

ცაშკიბულს ტობავარჩხილი - ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ალპურ ზოლში, მდინარე ხობისწყლის აუზში, ზღვის დონიდან 2500 მეტრზე მდებარეობს ულამაზესი კომპოზიციით გამორჩეული და  ერთ-ერთი მშვენიერი და მიმზიდველი ტბა ~ცაშკიბულის ტობავარჩხილი. იგი გამოირჩევა წმინდა წყლით და ლამაზი ლანდშაფტით. ტბა შემოფარგლულია კლდოვანი ნაპირებით და გარშემორტყმულია ალპური საძოვრებით. გარდა ამისა, უნიკალური სანახაობას ქმნის  ტბის სიახლოვეს არსებული მყინვარები.

ტბიდან გამოედინება მდინარე `დიდი ღალი~, რომელიც ქმნის 40-60 მეტრის ვარდნის მქონე ჩანჩქერთა სისტემას. 

ტობარჩხილის ტბა - კარული ტბა ეგრისის ქედის სამხრეთ კალთაზე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2650 მ სიმაღლეზე. სარკის ფართობი - 0,22 კმ.², წყალშემკრები აუზის ფართობი - 1,12 კმ.², უდიდესი სიღრმე - 35 მ., საშუალო სიღრმე - 15,8 მ., წყლის მოცულობა - 3,3 მლნ. მ.³. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. გამდინარე. წყლის დონე დაბალია - ზამთარში, მაღალია - ივლისში. წყალი მტკნარია. თევზი არ იცის.

ხობისწყლის ხეობაში ასევე მოქცეულია შემდეგი პატარა ტბები: წაქაწყარის ტბა, დიდი ღალის ტბა და კალიაშის ტბა. მდინარე ხობისწყლის სათავიდან, რამოდენიმე კილომეტრის დაშორებით მწვერვალ `ლაკუმურაშ დუდი~-ს (3110 მ) ძირზე მდებარეობს ულამაზესი ტბა  ლაკუმურა. ტბიდან გამომავალი ტოტი უერთდება მდინარე თხეიშს. (სვანეთის ქედი).

კურორტი სქური - წალენჯიხიდან 12 კილომეტრის დაშორებით, მდინარე ჭანისწყლის ნაპირას, ზღვის დონიდან 450-500 მეტრზე მდებარეობს, მდიდარია მინერალური წყლებით და ისტორიული ძეგლებით. სახელწოდება „სქური" ნიშნავს ტყიან, წყლიან ხეობას.
ის ეგრისის ქედის განშტოებებით „თარზენით" და „ბოგაშით" არის შემოსაზღვრული, რომელიც მდიდარია სხვადასხვა სახის წიაღისეული სიმდიდრეებით.  კურორტის ტერიტორია უძველეს დროში თავდაცვითი ხასიათის ყოფილა, აქ არსებობდა კლდეკარი, რომლის ჩაკეტვის დროსაც მოსახლეობა დაცული იყო მომხვდურისაგან. სქურის ტერიტორიაზე მდინარე ჭანისწყალს, მრავალი შენაკადი ერთვის, ნოლიმერი, კიკონია, სქურისწყალი, გარამელა, აბანოს ღელე, ლებიავახაში და სხვ. თითოეული მათგანი წარმოდგენილია ულამაზესი ხეობებით. კურორტ სქურში ნოტიო სუბტროპიკული კლიმატი, ზომიერი ტემპერატურა, დაბალი ბარომეტრული წნევა და ჟანგბადის სიუხვეა, რაც განპირობებულია მთისა და ზღვის შეზავებული ჰაერით (საშუალო ტემპერატურა 2-4 გრადუსია).

მინერალური წყალი სქური - სულფატურ-ქლორიდული ნატრიუმ-კალციუმიანი სამკურნალო მინერალური წყალი. ქიმიური შედგენილება: საბადო დაკავშირებულია შუა და ზედაიურულ, ცარცულ და პალეოგენურ ნალექებთან. წყალი ჭაბურღილით არის ამოყვანილი შუაიურული (ბაიოსური) ვულკანოგენური ქანებიდან. დებიტი 60-65 ათ. ლ/დღ-ღ. სამედიცინო ჩვენება - საჭმლის მომნელებელ ორგანოთა, საყრდენ-სამოძრაო აპარატისა და პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები.

ეგრისის ქედი – ეგრისის, იგივე სამეგრელოს ქედი კავკასიონის სისტემის, სამხრეთ კალთის, გასწვრივი გვერდითი ქედია. მდინარეების ენგურისა და ცხენისწყლის წყალგამყოფი.  სიგრძე 62 კმ –ია, ხოლო სიგანე 37 კმ. უმაღლესი წერტილია მწვერვალი ჭითაგვალა 3226 მ. ეგრისის ქედის უმეტესი ნაწილი აგებულია შუა იურული პორფირიტული წყებით, რომელიც ქმნის ქედის დაკბილულ თხემს, ქედის სამხრეთ პერიფერიულ ზოლში გავრცელებულია ცარცული კირქვები, რომლებითაც აგებულია კარსტული მასივები: წულიში, ყვირა, გაუჩა, მიგარიადაასხი. თხემზე შემორჩენილია პატარა მყინვარები და ძველი გამყინვარების კვალი. ეგრისის ქედიდან სამხრეთისაკენ ჩამოედინება მდინარეები: მაგანა, ჭანისწყალი, ხობი, ტეხური. მაგანას სათავეებში 2643 მ– ზე არის მყინვარული ტბა ტობავარჩხილი. სხვა ტბებიდან აღსანიშნავია ტბა ოხოჯა და ასევი დიდი ტობავარჩხილი. ეგრისის ქედის კალთები 1200 მ– მდე შემოსილია ფართოფოთლოვანი ტყეებით (მუხა, წიფელი, რცხილა, წაბლი) 2100 მ სიმაღლემდე წიწვოვნებით (სოჭი, ნაძვი) უფრო ზემოთ სუბ ალპური და ალპური მდელოებია.

გააზიარე