სპორტული ფესტივალის მონაწილეების დაჯილდოება
6 აპრილს, სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სპორტული ფესტივალის მონაწილეების დაჯილდოებას მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შოთა წურწუმია დაესწრო.
ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა შეჯიბრება ბლიც ჭადრაკში, მაგიდის ჩოგბურთში, ამანათრბენში, ფეხბურთში, ფრენბურთსა და შაშში. ასევე გაიმართა სპორტულ- შემეცნებითი ვიქტორინა.
მუნიციპალიტეტში გამართულ სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებაში 600-მდე ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა.