შეჭირვებულ მოქალაქეებს სააღდგომო ნობათი გადაეცა

23 April, 2022

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შეჭირვებულ ოჯახებს სახლში ესტუმრა, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა მათ და სააღდგომო ნობათი გადასცა.

100-მდე სოციალურად დაუცველმა და მრავალშვილიანმა ოჯახმა, შშმ პირებმა, ადგილობრივი ბიუჯეტიდან მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პროგრამით გათვალისწინებული სადღესასწაულო საჩუქრებისთვის გამოყოფილი თანხიდან ფულადი დახმარება მიიღეს.

ასევე, ხანდაზმულ შეჭირვებულ მოქალაქეებს სააღდგომო ნობათი გადაეცა მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა და ბავშვთა უფლებების დაცვის სამსახურის მიერ, რაც სამსახურმა შემოწირულობებით მიიღო.

მერიასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, შეჭირვებული ოჯახებისთვის სასურსათო პროდუქტი გაიცა ,, საქართველოს წითლი ჯვრის საზოგადოების“ ჩხოროწყუს ფილიალის მიერაც.

გააზიარე