საკრებულოს სხდომა

7 April, 2023

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე შოთა წურწუმია უძღვებოდა. სხდომაზე განიხილეს ,,საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში 2023 წელს განსახორციელებელი პროექტები"-ს დამტკიცების შესახებ საკითხი.

საკრებულოს წევრთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა აღნიშნული საკითის დამტკიცებას.

 

გააზიარე