საკრებულოს სხდომა
7 ნოემბერს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე შოთა წურწუმია უძღვებოდა. სხდომაზე განიხილეს შემდეგი საკითხები :
1. ,,ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 25 დეკემბრის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
2. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ხაბუმის ადმინისტრაციული ერთეულში სოფელ მოიდანახის 39-ე ქუჩის სახელდების თაობაზე.
სხდომას საკრებულოს წევრების გარდა მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ესწრებოდნენ.