საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

27 დეკემბერი, 2022

    

23 დეკემბერს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე შოთა წურწუმია უძღვებოდა.

სხდომაზე განიხილეს შემდეგი საკითხები :

1. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუკჯეტის დამტკიცება.

2. ,,ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შსახებ" ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 25 დეკემბრის N29 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

3. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდანმჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივ და დევნილ)პირებზე სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ. საკრებულოს რიგგარეშე სხდომას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის მერი. მერის პირველი მოადგილე და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი. საკრებულოს რიგგარეშე სხდომას ასევე ესწრებოდნენ აფხაზეთის N10 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრები, რომლებიც ასევე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული სათათბიროს წევრები არიან, მათი ინიცირება, გაზრდილიყო ახალგაზრდების მიერ მუნიციპალიტეტში დაგეგმილი ღონისძიებების დაფინანსების საკითხი გათვალისწინებულ იქნა 2023 წლის ბიუჯეტში.

 

გააზიარე