საკრებულოს კომისიის სხდომა

27 დეკემბერი, 2022

22 დეკემბერს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ელზა ხოჭოლავა უძღვებოდა. სხდომაზე განიხილეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივ და დევნილ) პირებზე სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საკითხი. სხდომის წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება აღნიშნული საკითხის საკრებულოს რიგგარეშ სხდომაზე გატანასთან დაკავშირებით.

 

გააზიარე