მიმდინარე ინფრასრუქტურული პროექტები

22 May, 2023

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი, სამეგრელო - ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია და რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი ნუგზარ გაბელია მუხურისა და ჭოღას ადმინისტრაციულ ერთულებში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობისა და ქალაქ ჩხოროწყუში მიმდინარე კულტურის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ. სოფელ ჭოღაში, ლექობალეს უბანში 4-კილომეტრიანი საავტომობილო გზა ასფალტის საფარით რეაბილიტირდება. სამუშაოებს შპს ,,მაგნისტაუ ინფრასტრუქტურა სტროი-1-ის“ ფილიალი საქართველოში ახორციელებს. პროექტი რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ბიუჯეტი 1 282 500 ლარს შეადგენს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოხრეშვითი სამუშაოები.  ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურში, ლეჩიქვანეს უბანში, საავტომობილო გზის ასფალტის საფარით რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტი რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და 5-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციას ითვალისწინებს, რომლის ღირებულება 2 795 000 ლარს შედაგენს, სამუშაოებს შპს “საგზაო“ ასრულებს. ამ ეტაპზე დასრულებულია ასფალტის საფარის პირველი ფენის დაგება. ეწყობა სანიაღვრე არხები. ასევე, სოფელ მუხურში, ქოყოს უბანში 2 500 მ. მანძილზე საავტომობილო გზის რეაბილიტაცია ასფალტობეტონის საფარით ხორციელდება. აღნიშნული სამუშაოები 2024 წელს დასრულდება. ქალაქ ჩხოროწყუში კულტურის სახლის შენობის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს, სამუშაოებს სახელმწიფო 4 601 202 ლარით აფინანსებს. ამ ეტაპზე დასრულებულია გადახურვითი და გარე ფასადის მოწყობის სამუშაოები. სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წელს დასრულდება და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი,თანამედროვე ტიპის აპარატურით, განათებებით, დიდი საკონცერტო დარბაზით აღჭურვილი კულტურის სახლი ექნება, რომელიც 400 სტუმარს მიიღებს.

+13

გააზიარე