კომისიის სხდომა
27 ოქტომბერს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ნია ჭითანავა უძღვებოდა. სხდომაზე განიხილეს შემდეგი საკითხი:
1. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ საკითხის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე პროექტის სახით გატანის შესახებ.
კომისიის წევრებმა მხარი დაუჭირეს აღნიშნული საკითხის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე გატანას.