ისტორიულ მუზეუმში ჟურნალისტ ნუგზარ ჟვანიას წიგნის ,,დიდი მდინარის პატარა შენაკადი“ პრეზენტაცია გაიმართა

20 დეკემბერი, 2022

დღეს ჩხოროწყუს ისტორიულ მუზეუმში ჟურნალისტ ნუგზარ ჟვანიას წიგნის ,,დიდი მდინარის პატარა შენაკადი“ პრეზენტაცია გაიმართა. წიგნში თავმოყრილია საინტერესო ისტორიები ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სპორტული ცხოვრების შესახებ, მასალები იმ სპორტსმენებზე, რომლებმაც მუნიციპალიტეტში სპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარებას ჩაუყარეს საფუძველი. წიგნის პრეზენტაციას საზოგადოების წარმომადგენლებთან და სპორტსმენებთან ერთად, მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი და მერის მოადგილე ვალერი თოდუა ესწრებოდნენ. ხელისფულების წარმომადგენლებმა წიგნის ავტორს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვეს.

გააზიარე