ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შეჭირვებულ ოჯახებს სახლში ესტუმრა

15 April, 2023

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა მერის წარმომადგენლებთან და ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ჯანო პერტაიასთან ერთად მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შეჭირვებულ ოჯახებს სახლში ესტუმრა, დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა მათ და სააღდგომო ნობათი გადასცა. სააღდგომო ნობათი მერიისგან მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა 100-მდე სოციალურად დაუცველმა, მძიმე ეკონომიკურ პირობებში მცხოვრებმა , მრავალშვილიანმა ოჯახებმა, მარტოხელა და შშმ პირებმა მიიღეს. მერიასთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, მუნიციპალიტეტში შეჭირვებული ოჯახებისთვის სასურსათო პროდუქტი გაიცა ასევე ,, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების“ ჩხოროწყუს ფილიალის მიერ.

 

გააზიარე