ააიპ „ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველო“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით ახორციელებს პროექტს ”იყავი მეწარმე”

12 April, 2023

ააიპ „ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველო“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით ახორციელებს პროექტს ”იყავი მეწარმე” ჩხოროწყუში. პროგრამის ფარგლებში გადამზადდებიან მასწავლებლები, რომლებიც ჩამოაყალიბებენ მეწარმეობის კლუბებს სკოლაში და მოსწავლეებს ასწავლიან პროგრამას „იყავი მეწარმე.“ ჩხოროწყუს მერიასთან თანამშრომლებით შეირჩა 5 სკოლა, თითოეული სკოლიდან თითო პედაგოგი. დღეს შერჩეული სკოლების პედაგოგებს მერის მოადგილე ვალერი თოდუა შეხვდა და პროგრამის მიზნებსა და ამოცანებზე ისაუბრა. პროგრამა ხელს შეუწყობს მოსწავლეების მიერ მაღალ კლასებში სამეწარმეო ინიციატივებს ბიზნესგეგმის ძირითადი კომპონენტების შესწავლის მეშვეობით. ახალგაზრდების ადგილობრივი უნარ-შესაძლებლობების გაზრდას, რათა მომავალში მათ ადგილობრივად შეძლონ მდგრადი ეკონომიკური განვითარების მიღწევა.

გააზიარე