26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობისა და ეროვნული გმირის, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, მერაბ კოსტავას დაბადების დღეა

26 May, 2023

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობისა და ეროვნული გმირის, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, მერაბ კოსტავას დაბადების დღეა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა – დათო გოგუამ, მერის მოადგილე ვალერი თოდუამ, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ ახუთში, მერაბ კოსტავას ბიუსტი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს მის ხსოვნას. იქვე, ახუთის საჯარო სკოლების მოსწავლეების მონაწილეობით ჩატარდა მხატვრულ-ლიტერატურული კომპოზიცია. ასევე , ქალაქის ცენტრალურ სკვერში, ა(ა)იპ კულტურის ცენტრისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის გაერთიანების მოსწავლეების, ადგილობრივი ჯგუფების, ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით გაიმართა კონცერტი. ქალაქის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქუჩებში მოაწყვეს მსვლელობა. დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა სპორტული ღონისძიებები - ტურნირი მინი ფეხბურთში (გოგონების მონაწილეობით), ფრენბურთში (ვაჟების მონაწილეობით), გრეხეთბოლში, კალათბურთში, კარატე-დო-ში, ინტელექტუალური თამაში რა?სად? როდის? (სკოლებს შორის). გამარჯვებულები მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა თასებით, მედლებითა და დიპლომებით დააჯილდოვეს.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისიებები მერიის კულტურის,განათლების, ძეგლთა დაცვისა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურების ორგანიზებით ჩატარდა.

 

 

 

გააზიარე