საკრებულოს სხდომა

1 March, 2022

25 თებერვალს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველი მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე შოთა წურწუმია უძღვებოდა. სხდომაზე დღის წესრიგით განიხილებოდა შემდეგი საკითხები: 1. „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 25 დეკემბრის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, საკითხის საკრებულოს სხდომაზე გატანის თაობაზე

2. „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ საკითხის საკრებულოს სხდომაზე გატანის თაობაზე. 3. „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის თავმჯდომარის არჩევის შესახებ განკარგულების პროექტის განხილვა.

4. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარედ არჩევის შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა.

სხდომის დაწყებამდე საკრებულოს ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის " სახელით საკრებულოს წევრმა ოთარ შენგელიამ გააკეთა განცხადება. უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე , სოლიდარობა გამოუცხადეს უკრაინელ ხალხს და შემდეგ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.

დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებიდან, საკრებულოს წევრთა მიერ მიღებული გადაწყვეტილებით დასამტკიცებლად კენჭი ეყარა ორ საკითხს, მომდევნო საკითხების განსახილველად და დასამტკიცებლად კვორუმის არასებობის გამო საკითხები არ განხილულა და საკრებულოს სხდომა გადაიდო.

+23

Share page