ზუმი

ზუმის ადმინისტრაციული ერთეული
სოფელი ზუმი მდებარეობს მდინარე ხობისყლის მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 288 მეტრზე, ჩხოროწყუდან დაშორებულია 12 კილომეტრით. მას აღმოსავლეთით და ჩრდილოეთით ესაზღვრება სოფელი მუხური, დასავლეთით წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელი მიქავა, ხოლო სამხრეთით სოფელი ხაბუმე (ჯუმითის უბანი). სოფლის აღმოსავლეთი ტერიტორია ვაკეა, ხოლო დასავლეთი ნაწილობრივ მთიან–გორაკიანი. ნიადაგი ნამდინარევი შლამით არის მოფენილი და მდიდარია. სოფლის მოსახლეობა შეადგენს 1680 სულს, 1045 ამომრჩეველია რეგისტრირებული. სოფელში არის ერთი საჯარო სკოლა და ერთი საბავშვო ბაღი. სოფელ ზუმში არის სოფლის ამბულატორია, ბიბლიოთეკა და სასოფლო კლუბი. სოფელში არის სამნავიანი ბაზილიკის ტიპის ამაღლების სახელობის მოქმედი ეკლესია.
წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ერთეულში
გიორგი ლემონჯავა

 

საკონტაქტო ინფორმაცია
მობ:599 85 07 37
E-mail:
სამუშაო გამოცდილება
განათლება
სპეციალისტები
  • ავთანდილ შოგირაძე – მობ:568930394
 


 

გააზიარე