ხელმძღვანელმა უხუცეს ქალბატონებს დედის დღე მიულოცეს

3 მარტი, 2021

დედის დღესთან დაკავშირებით ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და მუნიციპალიტეტში ,,წითელი ჯვრის საზოგადოების“ ხელმძღვანელმა უხუცეს ქალბატონებს დედის დღე მიულოცეს. ხელისუფლებისა და ,,წითელი ჯვრის საზოგადოების“ წარმომადგენლები ლამარა ჩიქოვანს და 100 წელს გადაცილებულ ქალბატონებს - თათუშა გოროზიას და ლიდია დარსალიას სახლში ესტუმრნენ და მათ თაიგულები და ტკბილეული გადასცეს. ჩხოროწყუს მერია და წითელი ჯვრის საზოგადოება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე ერთობლივ პროგრამას ახორციელებენ და ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით თანამშრომლობენ.

გააზიარე