ხანდაზმულებისათვის

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირებზე სოციალური დახმარების გაცემის წესის თანახმად ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობა დახმარებას უწევს ხანდაზმულ მოქალაქეებს.

100 და მეტი წლის ხანდაზმულთა წლიური ერთჯერადი დახმარების თანხა განისაზღვრება 300 (სამასი) ლარის ოდენობით, დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა (ან მეურვემ) გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:

  •  განცხადება გამგებლის სახელზე;
  • ხანდაზმულის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • ოჯახის წევრის ან განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
  • ოჯახის წევრის ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (დაბადების ან ქორწინების მოწმობა ან მემკვიდრეობის ცნობა);
  • საბანკო რეკვიზიტების მონაცემები.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 3 იანვრის დადგენილება №1

გააზიარე