"თხილის გადარჩენის პროგრამის" ფარგლებში შეხვედრა გაიმართა

19 მარტი, 2019

დღეს "თხილის გადარჩენის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში , საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენლებმა ნიკა ლოლუამ და ჯემალ ჩახაიამ და აგროკონსულტანტებმა მუნიციპალიტეტის მერ დათო გოგუასთან და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუასთან ერთად , ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, მერის წარმომადგენლებთან, საკრებულოს წევრებთან, მერიის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის უფროს გია ცირამუასთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე "თხილის გადარჩენის პროგრამა“ განიხილეს და წამლობისა და სხვა აგროტექნიკური ღონისძიებების ჩატარების აუცილებლობაზე ისაუბრეს. ამ ეტაპზე სოფლების მიხედვით მიმდინარეობს ლიდერ ჯგუფების ჩამოყალიბება. მიმდინარე წელს თხილის მწარმოებელთა ასოციაცია მასშტაბურ პროექტს ახორციელებს, რომელიც მიზნად თხილის მოსავლის გადარჩენას ისახავს და ათასობით ფერმერის მხარდაჭერას ითვალისწინებს. საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაცია აღნიშნულ პროექტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ადგილობრივი თვითმმართველობების, კომპანია "ფერერო/აგრიჯორჯიასა" (Ferrero/AgriGeorgia) და USAID-ის მხარდაჭერით ახორციელებს.

გააზიარე