ტობავარჩხილის 10 კილომეტრიანი გზა რეაბილიტირდება

9 ივნისი, 2020

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ლუგელას ხეობაში, ცნობილ ტურისტულ ლოკაციამდე - ტობას ტბებამდე მისასვლელი გზა მოეწყობა. ახალი გზის მნიშვნელობაზე და ლუგელას ხეობაში ტურიზმის განვითარების საკითხებზე ადგილობრივებს სახელმწიფო რწმუნებული, ალქსანდრე მოწერელია, მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და პარლამენტის წევრ ჯუმბერ იზორიასთან ერთად ესაუბრნენ. პროექტი ითვალისწინებს ტობავარჩხილის გზის 10 კილომეტრიანი საფარის მოწყობას, ახალი გზის გაჭრის პროექტს ,,მუნიციპალური განვითრების ფონდი“ ახორციელებს და მისი ღირებულება 12 მილიონ ლარამდეა, გზის მშენებლობაზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ხეობაში ტურისტული ობიექტებიც დაათვალიერეს და 15 ივნისიდან მოქალაქეებს სამეგრელოში მოგზაურობისკენ მოუწოდეს.. ტობავარჩხილი ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მარშრუტია. ეგრისის ქედზე, ზღვის დონიდან 2650 მეტრზე მდებარეობს 5 უნიკალური ტბა, რომლებსაც ადგილობრივებმა ვერცხლის ტბები შეარქვეს, ხეობაში უნიკალური მღვიმეები და კანიონებია.

 

გააზიარე