სოფლის კრება დღეს ლესიჭინეში, ახუთსა და ქვედა ჩხოროწყუში ჩატარდა

31 იანვარი, 2019

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარეობს. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ , საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუასთან, სამეგრელო -ზემო სვანეთის მხარეში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროს დავით მალანიასთან და სოფლის ხელმძღვანელებთან ერთად, მოსახლეობასთან კონსულტაციები სოფელ ახუთში,ლესიჭინესა და ქვედა ჩხოროწყუში გამართა. მუნიციპალიტეტის მერმა მოსახლეობას ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” დეტალები და თანხის განაწილების პრინციპები გააცნო და მათგან მოისმინა ინფორმაცია ადგილზე არსებული პრობლემების შესახებ. საერთო კრებებზე მოსახლეობამ არსებულ საჭიროებებზე ისაუბრა და პრიორიტეტები დაასახელა. ადგილობრივებმა სოფელ ახუთში ადმინისტრაციული შენობის ფასადის და სოფლის ბიბლიოთეკის, შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია, სანიაღვრე არხის მოწყობა მოითხოვეს. ლესიჭინეში პრიორიტეტად სოფლის ცენტრის კეთილმოწყობა,ოჩხომურის უბანში სკვერის მოწყობა,რუსთაველის უბანში გზის მონაკვეთის მობეტონება,შიდა საუბნო გზებისა და შინმოუსვლელთა მემორიალის კეთილმოწყობა დასახელდა. მოსახლეობამ ქვედა ჩხოროწყუში სკვერისა და წისქვილის მოწყობაზე,ცენტრალური სასაფლაოს შემოკავებასა და შიდა საუბნო გზების რეაბილიტაციის აუცილებლობაზე ისაუბრა. ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში შეხვედრები ყველა სოფელში ჩატარდება.

გააზიარე