სოფელ ხაბუმეში გზის რეაბილიტაცია ასფალტის საფარით მიმდინარეობს

10 აგვისტო, 2020

აქტიურად გრძელდება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა. სოფელ ხაბუმეში , ჟუღუს უბანში, ასფალტო-ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს. გზის რეაბილიტაცია 5კმ-ს მანძილზე ხორციელდება.პროექტი ითვალისწინებს ასევე სანიაღვრე არხების მოწყობას. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის მიერ 1 285 000 ლარით ფინანსდება. სამუშაოებს შპს ,,ინდიკო“ ახორციელებს. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი ადგილზე გაეცნენ. აღნიშნულ მონაკვეთზე ასფალტირებული გზა არასდროს ყოფილა.

 

გააზიარე