სოფელ ხაბუმეში დღეს მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები მიმდინარეობს

9 ივლისი, 2021

სოფელ ხაბუმეში დღეს მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები მიმდინარეობს. გამოკვლევებს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ახორციელებს. ადგილობრივებს სხვადასხვა პროფილის მოწვეული ექიმები ემსახურებიან. გამოკვლევები სოფელ ხაბუმეს #1 საჯარო სკოლაში მიმდინარეობს. გამოკვლევების მიმდინარეობის პროცესს მერის მოადგილე ვალერი თოდუა და საკრებულოს თავმჯდომარე კობა ჯიქია დაესწრნენ. აქცია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ,, საქართველოს წითელი ჯვრის“ საზოადოების ჩხოროწყუს ფილიალის ხელმძღვანელ ხათუნა მიქავას ორგანიზებით ხორციელდება. ჩხოროწყუს მერიასა და წითელი ჯვრის საზოგადოებას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, მერია და წითელი ჯვრის საზოგადოება ახორციელებენ ერთობლივ პროგრამას და თანამშრომლებენ ჯანდაცვასა და სოციალური მიმართულებით. ექიმები მოსახლეობას 10 ივლისს ლესიჭინეს,ხოლო,11 ივლისს მუხურის ადმინისტრაციულ ერთეულში მოემსახურებიან. სამედიცინო გამოკვლევები პერიოდულად მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც ჩატარდება.

გააზიარე