სოფელ ქვედაჩხოროწყუში დასახლების საერთო კრება ჩატარდა

22 მარტი, 2017

დღეს სოფელ ქვედაჩხოროწყუში საინიციატივო ჯგუფის მიერ დასახლების საერთო კრება ჩატარდა, რომელიც ასოციაცია ,,დეას" მხარდაჭერით,პროექტ ,,მოქალაქეთა მონაწილეობა უკეთესი თვითმმართველობისთვის" ფარგლებში გაიმართა. კრებაზე ადგილობრივმა მოსახლეობამ სოფელში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და მათგან პრიორიტეტული საკითხები გამოკვეთა. კრებას მუნიციპალიტეტის გამგებელი დათო გოგუა და სხვა ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.გამგებელმა მოსახლეობასთან ერთად განიხილა სოფლის საჭიროებები და ადგილობრივების შეკითხვებს უპასუხა. დღის წესრიგით განიხილეს 8 საკითხი.მოსახლეობამ პირველ რიგში მოსაგვარებელ პრობლემად სოფლის ცენტრში ახალგაზრდული კლუბის მოწყობა მიიჩნია, პრობლემად დასახელდა ასევე შიდა საუბნო გზების მოხრეშვა,სოფლის სასაფლაოსთვის ტერიტორიის გამოყოფა, სოფლის ცენტრში სანაგვე ურნების განთავსება, სოფლის სკოლის სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია. კენჭისყრის შედეგად გადაწყდა,რომ სოფელში ,პირველ რიგში , კლუბისთვის ოთახი მოეწყობა.

  

გააზიარე