სოფელ ქვედა ჩხოროწყუში ასფალტირებული გზის დაგება დასრულდა

19 May, 2020

ქალაქ ჩხოროწყუს ცენტრიდან სოფელ ქვედა ჩხოროწყუსა და ოჩხომურის უბნის გავლით, სოფელ ლესიჭინემდე, 7.კმ. მანძილზე საავტომობილო გზა ასფალტო-ბეტონის საფარით რეაბილიტირდა . ამ ეტაპზე, გზის გასწვრივ სანიაღვრე არხებისა და მოსაცდელების მოწყობა მიმდინარეობს. სამუშაოების მიმდინარეობას დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა ჯიქიასთან ერთად,ადგილზე გაეცნენ. სამუშაოები, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული სპეციალური რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება. პროექტი საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ბიუჯეტი 3 5000 000 ლარს შეადგენს. სამუშაოები უხლოეს პერიოდში დასრულდება.

გააზიარე