სოფელ ახუთში ახალი ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს

5 ნოემბერი, 2018

სოფელ ახუთში,მდინარე ზანაზე, ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში მიმდინარეობს. სამუშაოები დღეს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ და მერის პირველმა მოადგილე გოჩა ჩიქოვანმა დაათვალიერეს.  ხიდის მშენებლობისთვის 809 000 ლარია გამოყოფილი.  ხიდის სიგრძე 54,ხოლო სიგანე 10 მეტია.  აღნიშნულ ადგილას, 2017 წლის 12 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდის დემონტაჟი განხორციელდა.  ახალი სახიდე გადასასვლელით ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი მარტვილის მუნიციპალიტეტს დაუკავშირდება.

 

გააზიარე