სოციალური პროგრამები

  ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის სოციალური დახმარებების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებას უზრუნველყოფს გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური. სოციალური დახმარების გაცემის საკითხის გადაწყვეტა ხდება ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითად და ყოველმხრივ შესწავლის საფუძველზე. სრულყოფილი დოკუმენტაციის შემთხვევაში, სამსახურის დასკვნის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება ხდება გამგებლის ბრძანებით.

 

დახმარების გაცემის წესი იხილეთ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებაში. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირებზე სოციალური დახმარების გაცემის წესი

 

გააზიარე