შეხვედრა სოფლის მხარდაჭერის პრიგრამის ფარგლებში

1 April, 2021

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში გრძელდება შეხვედრები. 26 თებერვალს მოსახლეობის მიერ პრიორიტეტების შერჩვის მიზნით შეხვედრები გაიმართა თაია, ნაფოჩხოვოსა და ჭოღაში. აღნიშნულ შეხვედრებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კობა ჯიქია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჯანო პერტაია, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფრისი თემურ მალანია ესწრებოდნენ.

ადგილობრივებმა პრიორიტეტად აღნიშნულ სოფლებში გარე განათების, საუბნო გზების, ცხაურების მოწყობა, წისქვილების რეაბილიტაცია დაასახელეს.

სოფლების მიერ შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება.

 

 

გააზიარე