შეხვედრა მოსახლეობასთან

19 ივლისი, 2021

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი სოფელ ზუმში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრას ესწრებოდნენ მერიის ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი თეიმურაზ მალანია და მერის წარმომადგენელი ზუმის ადმინისტრაციულ ერთეულში გიორგი ლემონჯავა. შეხვედრაზე სოფლის გაზიფიცირებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. ამ ეტაპზე ზუმის ადმინისტრაციული ერთეულის გაზიფიცირების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა მიმდინარეობს. აქტიურად გრძელდება ასევე ქალაქ ჩხოროწყუს გაზიფიცირება, რომლის დასრულების შემდეგ 1609 აბონენტს შესაძლებლობა ექნება ისარგებლოს ბუნებრივი აირით. ამ დროისთვის ბუნებრივი აირი ქალაქ ჩხოროწყუს მოსახლეობის 50 %-ს მიეწოდება ბუნებრივი აირი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში არასოდეს ყოფილა. საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ აქ გაზიფიცირების მასშტაბური სამუშაოები 2019 წელს დაიწყო. ასევე, მუნიციპალიტეტის 8 ადმინისტრაციულ ერთეულში: ლესიჭინეში, ახუთში, კირცხში, ლეწურწუმეში, ხაბუმეში, ჭოღაში, მუხურსა და ქვედა ჩხოროწყუში გაზიფიცირების სამუშაოებზე მიმდინარეობს ხელშეკრულებების გაფორმება და სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება.

გააზიარე