საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

30 ივნისი, 2017

             დღეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა,რომელსაც მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა უძღვებოდა. სხდომაზე განხილულიქნა შემდეგი საკითხები : 1. „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობის რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 3 აგვისტოს N22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ. 2. „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და გამგეობის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 3 აგვისტოს №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. 3. „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 ივლისის N12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. საკრებულოს რიგგარეშე სხდომამ ხმათა უმრავლესობით დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს დასამტკიცებლად კენჭი უყარა.

 ფოტო

გააზიარე