საკრებულოს მორიგი სხდომა

7 May, 2019

დღეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა ჯიქია უძღვებოდა. სხდომაზე განხილულიქნა შემდეგი საკითხები : 1. „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
2. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავის ქონების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ჩხოროწყუ სამეგრელო“-სათვის უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, უვადოდ სარგებლობაში გადაცემის შესახებ.
3. „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების, ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესების დადგენის შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების მისაღებად ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე.
4. ,,ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ოდენობის განსაძღვრისა და გადახდის წესის ინსტრუქციების დამტკიცების თაობაძ" ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 4 იაბვრის N1 დადგენილებაში ჩვლილებების შეთანის თაობაზე"
სხდომას მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გოჩა ჩიქოვანი ესწრებოდა, რომელმაც საკრებულოს წევრთა მიერ დასმულ საკითხებს გასცა პასუხები . სხდომის წევრთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა საკითხის საკრებულოს სხდომაზე დამტკიცებას .

გააზიარე