საკრებულოს მორიგი სხდომა

3 ივლისი, 2017

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს მორიგი სხდომა იქნა გამართული, სადაც დღის წესრიგით განიხილეს შემდეგი საკითხები :
1. „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 20 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ საკითხის საკრებულოს სხდომაზე განხილვის თაობაზე.

/მომხს: ვ. გულუა - საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე
თანამომხს: ზ. ხორავა - გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი/

2. „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის N7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საკითხის საკრებულოს სხდომაზე განხილვის შესახებ.

/მომხს: შ. ჩიქოვანი - საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე/

3. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ საკითხის საკრებულოს სხდომაზე განხილვის თაობაზე.

/მომხს: შ. ჩიქოვანი - საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე/

4. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ საკითხის საკრებულოს სხდომაზე განხილვის თაობაზე.

/მომხს: დ. დარსალია - საკრებულოს ქონების მართვისა ბინებრივი რესურსების საკითხების კომისიის თავმჯდომარე
თანამომხს: ე. მალანია - გამგეობის ეკონომიკური განვითარების, ქონების მართვისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი/

აღნიშნული საკითხები ხმათა უმრავლესობით იქნა დამტკიცებული.

ფოტო

გააზიარე