საკრებულოს ბიუროს სხდომა

26 ნოემბერი, 2019

25 ნოემბერს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა იქნა გამართული. სხდომაზე დღის წესრიგით განიხილეს შემდეგი საკითხები:
1. „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების წესებისა და გარე ვაჭრობის უფლების საფასურის დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 7 ოქტომბრის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საკითხის საკრებულოს სხდომაზე განხილვის თაობაზე.

/მომხს: კ. თოლორდავა - საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე/


2. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესის დადგენის შესახებ საკითხის საკრებულოს სხდომაზე განხილვის თაობაზე.

/მომხს: ზ. ჯიქია - საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე/

3. ,,ქ. ჩხოროწყუს მიწათსარგებლობის გენერალური
გეგმის ცვლილების პროექტის" საკითხის საკრებულოს სხდომაზე განხილვის თაობაზე.

გააზიარე