საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა

30 ივნისი, 2021

✔დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი, ნაფიჩხოვოს ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელ ხვიჩა ლაგვილავასთან ერთად, სოფელ ნაფიჩხოვოში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს გაეცნენ. სოფელ ნაფიჩხოვოსა და ჭოღაში (ხანწკის უბანში) ხორციელდება ოთხკილომეტრიანი საავტომოლო გზის რეაბილიტაცია. ამჟამად ასფალტის მეორე ფენის დაგება მიმდინარეობს.  პროექტი რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ბიუჯეტი 860 000 ლარს შეადგენს. პროექტის ფარგლებში მოეწყო ასევე სანიაღვრე არხები. პროექტი გარდამავალია და დასრულების პროცესშია.

გააზიარე